თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნის თაობაზე პარტიაში ჯერ მსჯელობა არ ყოფილა.
„ცოტა მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცხადი პარტიის ყრილობასთან და ყველა იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გადაწყვეტს. პარტიაში მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. როცა ყველაფერი ცხადი იქნება, თქვენც გაიგებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაც“,- განაცხადა კახა კალაძემ.