logo_geo
eng_logo
ანჟელა არუთინიანი: ეს 15 წლის წინანდელი ტყუილი სააკაშვილის შეთხზულია, რათა ამერიკელებისთვის თავი მოექონა
- +

17 დეკემბერი. 2020. 23:58

 

 

„ვინმეს სჯერა, რომ იმდენ ხალხში და სპეცსამსახურებში ვოვამ შეუმჩნევლად შეძლო ყუმბარის სროლა და შემდეგ იქაურობის მშვიდად დატოვება?! ამასაც რომ თავი დავანებოთ, რანაირად შეძლებდა ყუმბარით შეიარაღებული ბუშამდე მიღწევას, როცა მარტო ქართული კი არა, ამერიკული სპეცსამსახურებიც საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ ღონისძიებაზე დასასწრებად მისულ ყველა სულიერს?“, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობისთვის მსჯავრდებული ვოვა არუთინოვის დედამ, ანჟელა არუთინიანმა „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„გაითვალისწინეთ – ვოვა ამ ამბებიდან 3 თვის შემდეგ დაიჭირეს! სახლის მახლობლად დაჭრეს და საკაცეთი წაიყვანეს! ადვოკატიც თვითონ აუყვანეს, მირეკავს ეს ადვოკატი და მეუბნება – საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია გაუკეთეს, სულ შიშველია, ზეწრის ამარაა, ტანსაცმელი წამოუღეთო... კითხვა მაქვს, სად წავიდა ტანსაცმელი, რომელიც დაკავების მომენტში ეცვა?

ქუჩიდან მოსულს სახლთან დახვდნენ. იარაღი რატომ ან საიდან ექნებოდა? შეეშინდა დამხვდურების. გაიქცა და სროლით დაედევნენ. არც არასოდეს ჰქონია იარაღი და არც მიდრეკილება, რომ ჰქონოდა. რაც მთავარია, დაღუპულ პოლიციელს ტყვია უკნიდან ჰქონდა ნასროლი! ის სარდაფი, სადაც ვოვას იარაღები „იპოვეს“, სინამდვილეში მურაბების სათავსო იყო! გასაღები გამომართვეს, მერე ჩემი თვალით ვნახე და სხვებმაც ნახეს, საბარგო ავტომობილებით როგორ მოიტანეს რაღაც კალათები და შიგ შეზიდეს!

 

ეს 15 წლის წინანდელი ტყუილი სააკაშვილის შეთხზულია, რათა ამერიკელებისთვის თავი მოექონა“, - აცხადებს არუთინიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner