logo_geo
eng_logo
ეუთოში აშშ-ის მისია: მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღოს
- +

18 დეკემბერი. 2020. 00:15

 

 

ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, კორტნი ოსტრიანი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდს გამოეხმაურა.

 

„მოლაპარაკებების დროს აშშ-მა დადებითად აღნიშნა აფხაზეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა, რამაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის სარგებელზე, მედიკამენტებსა და სამედიცინო მკურნალობაზე წვდომის შესაძლებლობა მისცა. აშშ წუხს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ არ ჩამოყალიბდა, რასაც შესაძლოა, უფრო მეტი სიცოცხლე გადაერჩინა. აშშ-მა ასევე გამოხატა იმედგაცრუება იმის გამო, რომ პანდემიის მიუხედავად, ორივე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ღობეებისა და სხვა ბარიერების მზარდი მშენებლობა მიმდინარეობდა და დე ფაქტო ხელისუფლებები მოქალაქეებს აკავებდნენ“, - განაცხადა კორტნი ოსტრიანმა.

 

ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ აშშ მიესალმება საქართველოს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

 

„მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღოს, ადგილზე მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების გაძლიერებასა და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ აღიარება“,.

 

აშშ-მა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ახალი „სოციალურ-ეკონომიკური“ პროგრამის გაფორმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო, კერძოდ, იმ ზომების გამო, რომელიც როგორ ჩანს, ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ეკონომიკურ ექსპლუატაციასა და ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის მმართველ სტრუქტურებში ჩართვას“, - განაცხადა ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner