„პანდემიას არ შეეძლო გავლენა ჩვენზეც არ მოეხდინა. მაშინ, როდესაც ანტიკრიზისული ღონისძიებები უნდა მიგვეღო, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გარკვეულწილად დანახარჯების შემცირება მოგვიწია“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, სამინისტროს ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო 2 მილიარდ 70 მილიონი, თუმცა ის 250 მილიონით შემცირდა.
„უკვე შემცირებული ბიუჯეტის აღსრულება, დეკემბრის თვის მონაცემებით, პრაქტიკულად სრულად გადაჭარბებით მოხდა. 15 დეკემბრის მონაცემებით, 2019 წლის 15 დეკემბერთან შედარებით, 166 მილიონი ლარით მეტი სამუშაო გვაქვს დაფინანსებული. გადაჭარბების დიდი ნაწილი მოდის სწორედ იმ სისტემურ პროექტებზე, რომელიც პანდემიის მიუხედავად არ გაგვიჩერებია“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.