logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: კვლევის მიხედვით, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის ცხრა პროცენტზე ოდნავ მეტს კოვიდინფექცია გადატანილი აქვს
- +

18 დეკემბერი. 2020. 00:59

 

 

„ჩვენ ჩავატარეთ რანდომული კვლევა დედაქალაქში და თბილისის მოზრდილი მოსახლეობას 9,1 პროცენტს გადატანილი აქვს კოვიდინფექცია“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენ მხოლოდ თბილისში ჩავატარეთ კვლევა, რომელი რამდენიმე დღის წინ დასრულდა და 9,1 პრევალენტობაა ქალაქ თბილისში. თბილისის მოზრდილი მოსახლეობას 9 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია. გაზაფხულზე ჩვენ გვქონდა ასეთი კვლევა და იქ მაჩვენებელი 0,9 პროცენტი იყო. რანდომული კვლევა ჩატარდა, არსებობს მეთოდიკა, როდესაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვიკვილეთ ათასი მოქალაქე და ვნახეთ, რამდენს ჰქონდა პოზიტიური ანტისხეულები კოვიდის მიმართ და იქ დადგინდა, რომ ცხრაზე ოდნავ მეტი პროცენტი ქალაქის მოსახლეობის არის ინფექციაგადატანილი. ჩატარდა სხვადასხვა ქალაქებშიც ეს კვლევა, ნიუ იორკში 25 პროცენტი იყო, ჟენევაში 14 პროცენტი, სადღაც ხუთი იყო, სადღაც რვა. ვიტყოდი, რომ 10 პროცენტი მოსახლეობის ინფიცირება, ეს არის საშუალო ევროპული პროცენტი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner