logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა ერთი პაციენტი
- +

18 დეკემბერი. 2020. 01:22

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“  98 პაციენტს დაუდასტურდა, ხოლო ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, ხუთ კოვიდ-ცენტრში 236 კოვიდ-დადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 39-ის მდგომარეობა მძიმეა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 602-ს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner