რუსთავში კორონავირუსით 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც კლინიკა "რუსთავში" აცხადებენ, ახალგაზრდა კლინიკაში 10 დეკემბერს კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა.
მათივე ინფორმაციით, პაციენტს ცალი ფილტვი სრულად ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.