logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: დავითგარეჯის გამყიდველი პოლიტიკური ძალებისგან არაერთი არაადეკვატური გზავნილი გვახსოვს
- +

18 დეკემბერი. 2020. 02:12

 

 

„დავითგარეჯას გამყიდველი პოლიტიკური ძალებისგან გვახსოვს არაერთი არადეკვატური გზავნილი, რომ საქართველო ომს იწყებს მეზობელ აზერბაიჯანთან და სხვა მრავალი ზღაპარი“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„პანდემიის ურთულეს პერიოდში მეგობარი აზერბაიჯანი არაერთხელ დაგვეხმარა მატერიალურად. ოციციალური ბაქოს მხრიდან გაკეთდა საქართველოს არაერთი მხარდამჭერი განცხადება.

 

დღეს, კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და კომპანია „სოკარის“ მოლაპარაკებით, საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით შემცირებული ტარიფით მიიღებს. სოციალური გაზით მომარაგების 2016 წლიდან მოქმედ კონტრაქტში ცვლილებას ხელი ორი ქვეყნის შესაბამისმა ოფიციალური სტრუქურების წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.

 

 

დავითგარეჯას თემას, კონსტრუქციულ რეჟიმში კიდევ არაერთხელ მიუბრუნდებიან  მეგობრები და პარტნიორი ქვეყნები - საქართველო და აზერბაიჯანი“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner