logo_geo
eng_logo
გარდაიცვალა გენერალ-მაიორი გია უჩავა
- +

4 ივლისი. 2016. 13:32



სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური იუწყება, რომ გარდაიცვალა გენერალ-მაიორი გია უჩავა.


გია უჩავა იყო დაზვერვისა და ეროვნული უშიშროების სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამხედრო პოლიციის უფროსი, ეროვნული აკადემიის პრორექტორი, ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე.


იგი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ყველა ბრძოლაში


გენერალ-მაიორ უჩავას წვლილი განუზომელია ქართული ჯარის შექმნასა და ჩამოყალიბების ეროვნულ საქმეში.


დაჯილდოებულია 2 ორდენით და 7 მედლით.


სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner