logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: საბედნიეროდ, საქართველოში რევოლუციის პირობები არ დგას
- +

18 დეკემბერი. 2020. 19:22

 

„საპარლამენტო ტრიბუნა საუკეთესო საშუალებაა პოზიციის და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის რათა ქვეყანაში უკეთესი მომავალი იყო“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

„თუ აქციები მთლიანად ოპოზიციის თუ მათი ნაწილის გადაწყვეტილებაა, ეს მათი არჩევანია და საბოლოო ჯამში, საზოგადოების გადასაწყვეტია, რა იქნება შემდეგ.

 

ლეგიტიმური რევოლუცია – ამის სპეციალისტი არ ვარ. რაც ადრე მაქვს ნასწავლი რევოლუციის პირობები, საბედნიეროდ საქართველოში არ დგას. ისევ იმ მოსაზრებაზე ვრჩები, რომ მოლაპარაკება და შეძლებისდაგვარად სწრაფვა იქითკენ, რომ საპარლამენტო ტრიბუნა იყოს გამოყენებული პოზიციის და ოპოზიციის პაექრობისთვის. მჯერა, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ეს არის სწორი გზა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner