„საპარლამენტო ტრიბუნა საუკეთესო საშუალებაა პოზიციის და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის რათა ქვეყანაში უკეთესი მომავალი იყოს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თუ აქციები მთლიანად ოპოზიციის თუ მათი ნაწილის გადაწყვეტილებაა, ეს მათი არჩევანია და საბოლოო ჯამში, საზოგადოების გადასაწყვეტია, რა იქნება შემდეგ.
ლეგიტიმური რევოლუცია – ამის სპეციალისტი არ ვარ. რაც ადრე მაქვს ნასწავლი რევოლუციის პირობები, საბედნიეროდ საქართველოში არ დგას. ისევ იმ მოსაზრებაზე ვრჩები, რომ მოლაპარაკება და შეძლებისდაგვარად სწრაფვა იქითკენ, რომ საპარლამენტო ტრიბუნა იყოს გამოყენებული პოზიციის და ოპოზიციის პაექრობისთვის. მჯერა, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ეს არის სწორი გზა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.