საქართველოს საპატრიარქო ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
„ხვალ, 2020 წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მღვდელმთავრებთან ერთად წირვას აღავლენს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში“, - წერია ინფორმაციაში.