logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რევოლუციას, მით უმეტეს ტყუილით, ვერ მოახდენ
- +

18 დეკემბერი. 2020. 20:29

 

„ოპოზიცია საუბრობდა მშვიდობიან ფორმებზე, მოლაპარაკებაზე. როცა თავიანთი პოლიტიკურად უგნური გადაწყვეტილებების გამო ჩიხში შევიდნენ, ახლა დაიწყეს საუბარი ლეგიტიმურ ძალადობაზე“, – განაცხადა  ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ჩიხში შევიდნენ და ახლა ცდილობენ, გამოსავალი ძალადობაში ნახონ.

 

„როგორც იტყვიან, ყველა კარტი გაიხსნა. ოპოზიციის საუბრის მთავარი საყრდენი იყო „გაყალბებული არჩევნები” და აღმოჩნდა, რომ თურმე, პარალელური დათვლის მონაცემები ყოფილა გაყალბებული. ეს იყო სენსაცია და ამას გავიხსენებთ, როგორც ერთ-ერთ სკანდალურ და ცუდ მოვლენას. ოპოზიცია საუბრობდა მშვიდობიან ფორმებზე, მოლაპარაკებაზე და ა.შ. როცა თავიანთი პოლიტიკურად უგნური გადაწყვეტილებების გამო ჩიხში შევიდნენ, ახლა დაიწყეს საუბარი ლეგიტიმურ ძალადობაზე და ამის „გაპრავებით” არიან დაკავებული. ბოლო ორი დღის განმავლობაში, მათი მხრიდან საუბარია ძალადობაზე. ლეგიტიმური ძალადობა რას ნიშნავს, ჯერ არ გამიგია. ბოლო ორი დღის განმავლობაში, სამწუხაროდ, ოპოზიციის „ვორდინგში” ტერმინები გაჩნდა – „ლეგიტიმური ძალადობა“, „რევოლუცია“. გიგა ბოკერიამ „მსხვერპლიც“ ახსენა. თავიანთი უგუნური გადაწყვეტილებების გამო ჩიხში შევიდნენ და ახლა ცდილობენ, რომ ჩიხიდან გამოსავალი ნახონ ძალადობაში. ამ ძალადობას აანონსებენ, მაგრამ წლები ერევათ და ვერ ხვდებიან, რომ როცა აღმოჩნდება, რომ არჩევნები კი არაა გაყალბებული, არამედ ე.წ. პივიტი, ეს ქვეყნის უახლოესი ისტორიაა და უკან უნდა დაიხიო, მიხვდე, რა გააკეთე და საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა მიიღო მონაწილეობა. ამის ნაცვლად, ძალადობას აანონსებენ. ეს ამ ქვეყანაში აღარ გავა, კი არ ვიმუქრები, ობიექტური მოცემულობაა. სხვა დროა და სხვა სიმართლე არსებობს. რევოლუციას, მით უმეტეს ტყუილით, ვერ მოახდენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner