გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში სამართალდამცავებმა ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 66 წლის ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა და ოჯახის წევრებს ცხედარი დღემდე ბინაში ჰყავდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.