logo_geo
eng_logo
დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე 21:00 საათიდან საახალწლო განათებები გამოირთვება
- +

18 დეკემბერი. 2020. 21:21

 

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეზღუდვის საათებში, დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე დამონტაჟებული საახალწლო განათებები გამოირთვება“, – ამის შესახებ აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს არ შეეხება.

 

„შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, რომელიც დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟსა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთ ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციები განათების ბოძებზეა დაერთებული, პროცესი გარკვეულ ეტაპებს საჭიროებს.

 

თბილისის გარკვეულ ქუჩებში დამონტაჟებულია ძველი საახალწლო ილუმინაციების კონსტრუქციები, რომლებსაც არ გააჩნია დამოუკიდებელი მართვის ფუნქცია, რის გამოც მათი ჩართვა–გამორთვა მოხდება გარე განათების ჩართვა–გამორთვის დროს.

 

საახალწლო ილუმინაციები და კონსტრუქციები დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონშია განთავსებული, თუმცა, რადგანაც ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვის შესაბამისად, საქართველოს დიდ ქალაქებში, 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია, თბილისის მერმა აღნიშნულ პერიოდში, საახალწლო განათებების გამორთვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

ილუმინაციები და საახალწლო კონსტრუქციები ყოველდღე, შებინდებისას ჩაირთვება, ხოლო 21:00 საათის შემდეგ, იქ, სადაც ამის ტექნიკური შესაძლებლობა იქნება, შემდეგი დღის ბოლომდე გაითიშება“, – აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner