„მინისტრთა კაბინეტი მუშაობს კარგად, გამართულად და ეფექტურად“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„მინისტრთა კაბინეტი მუშაობს კარგად, გამართულად და ეფექტურად. ცვლილება ცვლილების გამო არავისთვის ყოფილა თვითმიზანი. პირველ რიგში უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე, რომ ამ მძიმე პერიოდში სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით მთავრობამ შეუფერხებლად გააგრძელოს მუშაობა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.