logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს დაფინანსება გაუნულა
- +

18 დეკემბერი. 2020. 22:47

 

 

„მმართველმა პარტიამ [„ნაციონალურმა მოძრაობამ“] ყველას, ვინც 2008 წლის ივნისში დავწერეთ წერილი პარლამენტის ბიუროს სახელზე და მოვითხოვეთ გაეუქმებინათ ჩვენთვის დეპუტატის უფლებამოსილება, გაგვინულა დაფინანსებაც, ანუ კანონში მაშინვე შეიტანა ცვლილება, როგორც გარდამავალი დებულება. ის მხოლოდ იმ სუბიექტებმა შეინარჩუნა, ვინც შევიდა. ამრიგად ჩვენ ყველა მშრალზე დაგვტოვეს“, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, დესპანი კონსტანტინე გამსახურდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

 

ის 2008 წელს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს იხსენებს:

 

 

 

„2008 წლის პერიპეტიებზე: ამ წელს გაერთიანებულმა ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღო ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ დამარცხდა იმდროინდელ მმართველ პარტიასთან - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ოპოზიცია 8 პარტიისგან შემდგარი ბლოკი იყო - ოფიციალურად მისი სახელი იყო "გაერთიანებული ოპოზიცია-ახალი მემარჯვენეები." მათ შორის იყო "პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება," რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. 16 % როგორც შედეგი ნიშნავდა 17 დეპუტატით შესვლას პარლამენტში. მაგრამ რამდენადაც მაშინ ოპოზიციამ ჩათვალა, რომ არჩევნები გაყალბდა, ჩვენ უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენი სიიდან 5 დეპუტატი მაინც შევიდა. ამას გარდა ცალკე სიით გავიდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გიორგი თარგამაძისა, ასე რომ პარლამენტში ცალკე ოპოზიციური ცენტრი მაინც ჩამოყალიბდა. 

 

 

 

საინტერესოა, რომ მმართველმა პარტიამ ყველას, ვინც 2008 წლის ივნისში დავწერეთ წერილი პარლამენტის ბიუროს სახელზე და მოვითხოვეთ გაეუქმებინათ ჩვენთვის დეპუტატის უფლებამოსილება, გაგვინულა დაფინანსებაც, ანუ კანონში მაშინვე შეიტანა ცვლილება, როგორც გარდამავალი დებულება. ის მხოლოდ იმ სუბიექტებმა შეინარჩუნა, ვინც შევიდა. ამრიგად ჩვენ ყველა მშრალზე დაგვტოვეს.

 

 

 

ამის შემდეგ მოხდა 5 -დღიანი ომი ცხინვალში და კონფლიქტის დარეგულირება მედვედევი-სარკოზის გეგმის მიხედვით. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ამბებიდან მალევე გააკეთა განცხადება, რომ დაფინანსების გარეშე დარჩენილი ოპოზიცია, რამდენადაც ის "კარგად მოიქცა" და რუსეთის მხარეზე არ დადგა, (ფანტაზია არ გეგონოთ, რასაც ახლა ვყვები...) კვლავ მიიღებდა დაფინანსებას, რამდენადაც მათ ეს ეკუთვნოდათ არჩევნებზე მიღებული შედეგიდან გამომდინარე. ძალიან კარგად მახსოვს - 2009 წლის თებერვალში დაფინანსება აღგვიდგა: ეს იყო თვეში დაახლოებით 5600 ლარი.

 

ესეც ჩვენი ისტორიაა“, - წერს გამსახურდია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner