logo_geo
eng_logo
კახეთში კოვიდ-ინფიცირების 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა 1 პაციენტი
- +

18 დეკემბერი. 2020. 23:21

 

 

კახეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 575-მდე გაიზარდა. imedinews- ის ინფორმაციით, გამოვლინდა 143  ახალი შემთხვევა. ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 204 კონტაქტი უკვე მოიძიეს.

 

ამასთან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 66 წლის კაცი, ახმეტის მუნიციპალისტეტის სოფელ ქისტაურში ცხორობდა.

 

რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით უახლესი ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტა - 557, გურჯაანი - 1599, დედოფლის წყარო - 583, თელავი -1820, ლაგოდეხი - 983, საგარეჯო - 899, სიღნაღი-478 და ყვარელი -656.

 

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის დიაგნოზით 53 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner