კახეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 575-მდე გაიზარდა. imedinews- ის ინფორმაციით, გამოვლინდა 143 ახალი შემთხვევა. ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 204 კონტაქტი უკვე მოიძიეს.
ამასთან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 66 წლის კაცი, ახმეტის მუნიციპალისტეტის სოფელ ქისტაურში ცხორობდა.
რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით უახლესი ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტა - 557, გურჯაანი - 1599, დედოფლის წყარო - 583, თელავი -1820, ლაგოდეხი - 983, საგარეჯო - 899, სიღნაღი-478 და ყვარელი -656.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის დიაგნოზით 53 პაციენტი გარდაიცვალა.