logo_geo
eng_logo
პანდემიის პირობებში, ქუთაისის აეროპორტში დორტმუნდიდან პირველი ავიარეისი შესრულდა
- +

18 დეკემბერი. 2020. 23:59

 

 

პანდემიის პირობებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დორტმუნდიდან პირველი ავიარეისი შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

 

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა. ცოტა ხნის წინ დეკემბერს, ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველი ავიარეისი შეასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ჯამში დღეს 181 მგზავრს მოემსახურა.

 

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე საახალწლო პერიოდში 3 რეისს განახორციელებს. მომდევნო რეისები 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის რეისი COVID 19-ის პანდემიის დროს დაწესებული ყველა რეგულაციით შესრულდა.

 

გერმანიის ქალაქ დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები 2016 წლიდან ხორციელდებოდა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ სახელმწიფო საზღვარზე, დაექვემდებარებიან 8 დღიან თვითიზოლაციას, PCR ტესტის არ ქონის შემთხვევაში, კარანტინის ნაცვლად, 12 დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ. რაც შეეხება საზღვრის კვეთის კუთხით გერმანიის მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს, ტურისტებისთვის, უვიზოდ მგზავრობა გერმანიაში ჯერჯერობით ნებადართული არ არის. შესვლაზე შეზღუდვა არ ვრცელდება ვიზის არსებობის შემთხვევაში. სხვა დანარჩენი პირებისათვის (ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი; მაღალკვალიფიციური მუშახელი, სტუდენტები რიგ შემთხვევაში) გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner