ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 102 პირს დაუდასტურდა.
მათივე ცნობით, ხუთ კოვიდ-ცენტრში 241 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს. მათგან 36 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 704 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 5 724 გამოჯანმრთელდა, 101 პაციენტი კი გარდაიცვალა.