ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განმარტა, რატომ არ ხდება კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლის შემცირება, ინფიცირების კლების პარალელურად.
„სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები ყოველთვის აყოვნებს. COVID19-ის შემთხვევების ზრდიდან რამდენიმე კვირის შემდეგ არის ლეტალობის გამოძახილი, რადგან პაციენტები დიდხანს იმყოფებიან კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე, ამიტომ შემთხვევების სტაბილიზაციის პარალელურად არ ხდება გარდაცვალების შემთხვევების შემცირება“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.