სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, იგორ მატოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ქვეყნის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
16 დეკემბერს იგორ მატოვიჩმა მთავრობის სხდომა ჩაატარა, 14 დეკემბერს კი მინისტრებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.
სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციამ მოუწოდა ყველა მინისტრს და მთავრობის ბოლო 2 სხდომაზე მყოფ ყველა პირს, ტესტირება გაიარონ.