logo_geo
eng_logo
ვახტანგ კალოიანი: შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის
- +

19 დეკემბერი. 2020. 02:23

 

 

ექიმის, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, 24 დეკემბრიდან რეგულაციების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის.

 

 

„შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით გადატვირთულია კრიტიკული მედიცინის და რეანიმაციის განყოფილებები მძიმე პაციენტებით და მე არ მგონია, რომ სისტემამ უსაფრთხოდ გაუძლოს იგივეს, რაც იყო დეკემბრის პირველ ნახევარში, ოქტომბრის დასაწყისში ან სექტემბრის ბოლოს ბათუმში. ჩემი აზრით, არ არის მიზანშეწონილი შეზღუდვების მოხსნა.

ჩემი აზრით, იანვარ-თებერვალი მოგვიწევს მეტ-ნაკლები შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრება, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ“, - განაცხადა კალოიანმა “პალიტრანიუსის“ ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner