„როგორც მოსალოდნელი იყო, შეზღუდვების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ (10 დეკემბრიდან) დაიწყო შემთხვევების შემცირება და 20 დღეში მაქსიმალური მაჩვენებლიდან თითქმის განახევრებულია (შაბათ-კვირის მაჩვენებლები არ ითვლება - ტესტირებას გაცილებით ნაკლები ადამიანი იკეთებს უქმეებზე)“, - ამის შესახებ ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ალბათ 1-2 კვირაში სიკვდილობის მაჩვენებლების კლებაც შეიძლება დაიწყოს. მაგრამ მანამდე 24 დეკემბერს თუ ყველა შეზღუდვა უეცრად მოიხსნა და ხალხი ისევ მასიურად მიაწყდა მაღაზიებს სიკვდილობის შემცირების ნაცვლად შემთხვევების ისევ ზრდა გვექნება.
მესმის, რომ არჩევანი იოლი არაა.
ერთადერთი, რაც არ მესმის, ეს არის ის ყოველდღიური ასობით დარღვევა, რომლის მნიშვნელოვანი შემცირება თითქმის არ მომხდარა. საზღვარგარეთ, მსგავს სიტუაციებში ჯარიმის დონეს ზრდიან“, - წერს კირტავა.