„ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება თუ მას ჰყავს მთავარ ოპოზიციურ ძალად ისეთი პარტია, რომელიც მუდმივად იმუქრება გადატრიალებით, მუდმივად იმუქრება ანგარიშსწორებით და რევანშით“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ანალიტიკოსმა, იოსებ მანჯავიძემ განაცხადა.
„როცა საზოგადოებრივი დისკურსი შინაარსი არის, გადატრიალება მოხდება თუ არ მოხდება. მტრული, პოლარიზებული საზოგადოება ვერ წავა განვითარებისკენ. დისკურსი უნდა შეიცვალოს. ცივილიზებულ დისკურსში უდნა შევიდეთ. ლაპარაკი უნდა იყოს არა იმაზე, რაზეც არის, არამედ განვითარების საკითხებზე, ალტერნატიულ ხედვებზე,უკეთეს პროგრამებზე, და უამრავ იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას სამწუხაროდ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ ვიმყოფებით პერმანენტულ კრიზისში. ვერ ვიაზრებთ და ვაცნობიერებთ ამ კრიზისის მიზეზებს, ვერ დავსახეთ ისეთი გზები, რომელიც ამ კრიზისიდან სწრაფად გამოგვიყვანს“, - აღნიშნა მანჯავიძემ.