logo_geo
eng_logo
ნანა გეგეჭკორი: ვის რაში სჭირდება ჩემი "გაშავება", მართლა ვერ ვხვდები
- +

19 დეკემბერი. 2020. 02:51

 

ამერიკაში მოღვაწე ქართველი  ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი აცხადებს, რომ  მისი სახელით სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია ვრცელდება. ამის შესახებ მედიკოსი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

,,როგორც ჩანს ჩემი სახელით აბსურდების გავრცელება არ შეწყდება და ამას ალბათ უნდა შევეჩვიო, მაგრამ მაინც ყველას გთხოვთ, არაფერი დაიჯეროთ გარდა იმისა, რასაც ამ გვერდზე იპოვით. მე მეკუთვნის მხოლოდ ეს ფბ გვერდი. ნამდვილად არ მაქვს ალტერნატიული გვერდი. როგორც წესი, სააგენტოების უმრავლესობა არასდროს ითხოვს ნებართვას ჩემი პოსტების გავრცელებაზე. ეხლა საერთოდ წავაწყდი ჩემი სახელით გავრცელებულ პოსტს, რომელიც მართლა არასდროს დამიწერია. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი არაა. ვის რაში სჭირდება ჩემი "გაშავება" მართლა ვერ ვხვდები. განსაკუთრებულს არაფერს წარმოვადგენ. აქამდე მთელი ცხოვრება დაუსრულებელ სწავლასა და შრომაში გავატარე. ეტყობა "გასაშავებელ" ეპიზოდებს რომ ვერ პოულობენ, სისულელეებს ავრცელებენ ჩემი სახელით. ვინც მე მიცნობს, ვიცი არასდროს დაიჯერებს, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ცოტა მიცნობს პირადად.

 

მოკლედ, არ დაიჯეროთ არაფერი რაც ამ გვერდზე არ მიწერია. უკიდურესად იშვიათად ვერთვები სხვათა გვერდებზე წამოწყებულ საუბრებში, ასე რომ ვერც იქიდან წაიღებენ რამე უცნაურს.

 

ვინც ამას აკეთებს, არ იქნებოდა ცუდი, ეს დრო და ენერგია რამე სასარგებლოში დაეხარჯა.

 

P.S. შეგნებულად არ ვაკოპირებ ლინკს რომ უნებლიედ ხელი არ შევუწყო გავრცელებას", - წერს  გეგეჭკორი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner