„ნაცმოძის და ევრონაცების "ცივილურობის" თამაშიც დასრულდა“, - ასე ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ანალტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„როგორც ნათქვამია, ყველაფერს აქვს თავის დასაწყისი და დასასრული. ნაცმოძის და ევრონაცების "ცივილურობის" თამაშიც დასრულდა და უკვე ღიად გამოაცხადეს, რომ უნდათ ხელისუფლებას ძალადობრივად და რევოლუციით დაეუფლონ. შესაბამისად, დანარჩენი ოპოზიციისათვის დგება არჩევანი: მიჰყვებიან "ნაცებს" თუ საკუთარ გზას ირჩევენ და საკუთარ სახეს ინარჩუნებენ“, - წერს ანჯაფარიძე.