ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის წევრები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს 4 ივლისს განიხილავენ. ამის შესახებ ნათქვამია კომიტეტის დღის წესრიგში, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
20 ივნისს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა, „ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა მარია გაბრიელმა წარადგინა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტი. დოკუმენტი ევროპარლამენტის ოფიცილურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მარია გაბრიელმა სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტს მიმართა რეკომენდაციით, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას.