logo_geo
eng_logo
4 ივლისიდან პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ახალაშენებულ ესტაკადაზე გადაერთვება
- +

4 ივლისი. 2016. 16:32



4 ივლისიდან პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ახალაშენებულ ესტაკადაზე გადაერთვება. საავტომობილო მოძრაობის მიმართულება უცვლელი დარჩება - ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ამის შესახებ დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს.

 

„სამშენებლო სამუშაოები მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც ითვალისწინებს ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას.

 

გზის გაფართოების მიზნით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

 

პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება.

 

სამშენებლო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია CRP" აწარმოებს და მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner