logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ოპოზიციის მიერ გაცხადებული სიტყვა რევოლუცია, თავისი შინაარსით არის ანტისახელმწიფოებრივი
- +

21 დეკემბერი. 2020. 19:39

 

 

„უმნიშვნელოვანესია, რომ პარლამენტში იყოს საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ოპონირებას გაგვიწევს და წარმოადგენს თავის ამომრჩეველს“, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკების რაუნდების დროს, გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ არ მომხდარიყო მხარეებს შორის პოლარიზება, რადგან ეს ქვეყნისთვის ცუდია.

 

„მე გულწრფელად მწყდება გული, რომ ოპოზიცია რადიკალურ პოზაშია, ფაქტობრივად შანტაჟის რეჟიმშია სახელმწიფოს მიმართ, რადგან დემოკრატიის პროცესებიდან გასვლაა, რასაც ისინი აკეთებენ. პოლიტიკური პროცესების პლატფორმაა პარლამენტი და ამ კვირაში მიმდინარეობს მთავრობის დამტკიცება, მინისტრების მოსმენა, ესაა საპარლამენტო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ხმაურიანი პროცესი, როდესაც რა თქმა უნდა სასურველი იქნებოდა ოპოზიციის ყოფნა და ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.

 

 თუმცა მოცემულობა, როცა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ამას ადასტურებს არჩევნების შედეგები და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დადასტურებული ფაქტი, რომ ხარვეზი მოუვიდათ პარალელური დათვლის პირობებში და არასწორი ციფრები გამოაცხადეს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქაური წარმომადგენლების მხარდაჭერა, აჩვენებს რომ მმართველმა გუნდმა მოიპოვა სამართლიანი გამარჯვება და ამის პარალელურად ოპოზიციის პოზა ემსახურება ერთად-ერთს, რომ მათ არ მოსწონთ შედეგი და ყველაფრის ფასად ისინი ეცდებიან შეცვალონ მოცემულობა, მაგრამ მათ მიერ დაანონსებული და გაცხადებული სიტყვა რევოლუცია, არის თავსი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივი და ჩვენი ქვეყნის 30 წლიანი ევოლუციის დროს ყველა ეტაპი გავიარეთ დაწყებული სამოქალაქო ომიდან რევოლუციამდე და განვითარების ამ ეტაპზე, ეს არცერთი ჩვენი მოქალაქისთვის არაა მისაღები“, - განაცხადა წილოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner