logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაცებმა“ ჩვეულ ხერხს მიმართეს, მელია დაასახელეს თავმჯდომარის პოსტზე, რომელიც 20 ივნისის საქმეზე, შესაძლოა გისოსებს მიღმაც აღმოჩნდეს
- +

21 დეკემბერი. 2020. 20:22

 

 

„ნაციონალური მოძრობის” თავჯდომარეობიდან გრიგოლ ვაშაძის სკანდალური წასვლის შემდეგ, დღის წესრიგში ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დადგა. კანდიდატებს შორის გამორჩეულია ნიკა მელია, რომელზეც 20 ივნისის პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გირაოთია განთავისუფლებული, რაც იმას ნიშნავს რომ შესაძლოა გისოსებს მიღმაც აღმოჩნდეს“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.

 

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ დემოკრატიობანა ითამაშა, ვითომ შიდაპარტიული არჩევნები ჩაატარეს, სინამდვილეში კი ჩვეულ ხერხს მიმართეს და სწორედ მელია დაასახელეს თავჯდომარის პოსტზე, რომელსაც დაჭერის შემთხვევაში „პოლტპატიმრის სტატუს“ მოასხამენ მანტიად, თან იყვირებენ ხალხს პოლიტიკური შეხედულებების გამო იჭერსო.

 

„ნაციონალური მოძრობის” თავჯდომარეობიდან გრიგოლ ვაშაძის სკანდალური წასვლის შემდეგ, დღის წესრიგში ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დადგა. ფორმალურად, რასაკვირველია, თორემ დე ფაქტო თავმჯდომარე, რომ მათი ბელადი სააკაშვილია, ეს ხომ ისედაც ყველასთვის ცნობილია. კანდიდატებს შორის გამორჩეულია ნიკა მელია, რომელზედაც 20 ივნისის პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გირაოთია განთავისუფლებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა გისოსებს მიღმაც აღმოჩნდეს. ამიტომ ნაცებმა ჯერ დემოკრატიობანა ითამაშეს და ვითომ შიდა პარტიული არჩევნები ჩაატარეს, სინამდვილეში კი ჩვეულ ხერხს მიმართეს და სწორედ იგი დაასახელეს თავმჯდომარის პოსტზე. დაჭერის შემთხვევაში მელიას „პოლიტპატიმრის სტატუს“ მოასხამენ მანტიად, თანაც ხმამაღლაც იყვირებენ, არიქა, ხელისუფლება ხალხს პოლიტიკური შეხედულებების გამო იჭერსო. მეთოდები დაგიძველდათ ნაცებო“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner