logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია ქართველ ელჩებს: კარგად მესმის წვლილი, რომელიც თქვენმა შრომამ შეიტანა ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ გოჩა ლორთქიფანიძის არჩევაში
- +

21 დეკემბერი. 2020. 20:27

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ გოჩა ლორთქიფანიძის არჩევისთვის პროცესში გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეფექტიანი და პრაგმატული დიპლომატია უნდა იყოს ამოცანა 2021 წელს.

 

„მადლობას გიხდით ბოლო არჩევნებისთვის, რომლის შედეგადაც პირველად საქართველოს ისტორიაში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს. ძალიან კარგად მესმის წვლილი, რომელიც თქვენმა შრომამ შეიტანა ამ წარმატებაში და ამისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ეფექტიანი და პრაგმატული დიპლომატია უნდა იყოს ჩვენი ამოცანა 2021 წელს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner