logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა იქნება, რომ 2024 წლისთვის მოვამზადოთ ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის
- +

21 დეკემბერი. 2020. 22:13

 

 

„ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა იქნება, რომ 2024 წლისთვის მოვამზადოთ ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის. ამისათვის საჭიროა ერთობლივი მუშაობა მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე განაცხადა.

 

„ჩვენს პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით და კოორდინაციით უნდა შევქმნათ ამისთვის პირობები და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილების ჩამოყალიბებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

ელჩების კონფერენცია 2020, სადაც გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს, დისტანციურ ფორმატში გაიმართა.

 

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს პარლამენტს ძლიერი საგარეო გუნდი ჰყავს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელებაში, საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებაში და ელჩებთან ერთად იმუშავებს მეტი პროგრესის და წარმატებების მისაღწევად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner