logo_geo
eng_logo
ლევან რატიანი: ნებისმიერი დაავადების შემთხევაში, განწყობის და ბრძოლის უნარის გარეშე, ექიმიც და პაციენტიც მარცხდება
- +

21 დეკემბერი. 2020. 22:26

 

 

„მინდა მოსახლეობა დავარწმუნო - რისკჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება“, - განაცხადა  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში.

 

„ნებისმიერი დაავადების შემთხევაში, თუ განწყობა და ბრძოლის უნარი არ გაგაჩნია, რომ დაავადებას აჯობო, ამ შემთხვევაში ექიმიც და პაციენტიც მარცხდება. ისე უნდა მივიღოთ ყველა დაავადება, როგორც მაგალითად წითელა. სახად დაავადებას ეძახდნენ წითელას და ჩუტყვავილას, ტაფასაც არ ახურებდნენ ოჯახებში, რომ ვირუსი გაბრაზდებაო.

 

ჩვენ კორონავირუსი ძალიან ცუდად მივიღეთ. ბევრი ფიქრობს, რომ თუ ვირუსი დამემართა, აუცილებლად დამძიმდება. ეს ასე არაა. ამაში მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, რისკჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

 

წყარო - რადიო „ჯორჯიან თაიმსი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner