„მინდა მოსახლეობა დავარწმუნო - რისკჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება“, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში.
„ნებისმიერი დაავადების შემთხევაში, თუ განწყობა და ბრძოლის უნარი არ გაგაჩნია, რომ დაავადებას აჯობო, ამ შემთხვევაში ექიმიც და პაციენტიც მარცხდება. ისე უნდა მივიღოთ ყველა დაავადება, როგორც მაგალითად წითელა. სახად დაავადებას ეძახდნენ წითელას და ჩუტყვავილას, ტაფასაც არ ახურებდნენ ოჯახებში, რომ ვირუსი გაბრაზდებაო.
ჩვენ კორონავირუსი ძალიან ცუდად მივიღეთ. ბევრი ფიქრობს, რომ თუ ვირუსი დამემართა, აუცილებლად დამძიმდება. ეს ასე არაა. ამაში მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, რისკჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
წყარო - რადიო „ჯორჯიან თაიმსი