logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას
- +

21 დეკემბერი. 2020. 23:36

 

 

„მივესალმები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ორი წლის წინ, როდესაც საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა გამოძიების ვადის გახანგრძლივების თაობაზე.

ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ვინც  ჩაატარა სახალხო რეფერენდუმი და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა“, - წერს ზურაბიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner