logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თებერვალში დაიწყება
- +

22 დეკემბერი. 2020. 00:04

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თებერვალში დაიწყება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისი თქმით, რუსულ ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს თებერვლის დასაწყისში მიიღებენ.

 

„გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის პროცესს თებერვალში დავიწყებთ“, - აღნიშნა ბჟანიამ.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7.7 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner