ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თებერვალში დაიწყება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისი თქმით, რუსულ ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს თებერვლის დასაწყისში მიიღებენ.
„გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის პროცესს თებერვალში დავიწყებთ“, - აღნიშნა ბჟანიამ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7.7 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.