logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვითხოვოთ: „ახალ წელს სხვანაირად შეხვდით და ნათესავები არ ისტუმროთ“, ასე არ მოხდება
- +

22 დეკემბერი. 2020. 00:25

 

 

„თუ გარკვეული ინდულგენცია ხალხისადმი, ვინც დასაქმებულები არიან, და ბიზნესისადმი აუცილებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიღოს, მე ვფიქრობ, მაშინ აქ საკომპენსაციო შეიძლება იყოს რომ "კომენდანტის საათი" ახალი წლის დღეებში არ მოვხსნათ“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის, როგორც ერთი კონკრეტული ექიმი, ისურვებდა, რომ ახალი წლის დღეებში არსებული შეზღუდვები საერთოდ არ მოიხსნას.

 

„თუ ჩვენ ვაცხადებთ, რომ წელს უნდა იყოს განსხვავებული ახალი წელი, ეს მაშინ კანონით უნდა გავამყაროთ და ახალი წლის დღეებში არ მოვხსნათ "კომენდანტის საათი". დაე, ყველამ, თავისი ნების მიხედვით თუ ნებისგან დამოუკიდებლად, სახლში გაატაროს და ეს გადაადგილება შეიზღუდოს.

 

სერიოზული გავლენა წინასაახალწლო დღეებს ბუნებრივად ექნება იმიტომ, რომ ჩვენ, ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვთხოვოთ საზოგადოებას: „ძალიან გთხოვთ ახალ წელს სხვანაირად შეხვდით და ძალიან გთხოვთ ნათესავები არ ისტუმროთ“,- ეს ასე არ მოხდება, 70-80% ქართველების არ დაგვიჯერებს, ეს, თავისთავად, 10-14 დღეში აუცილებლად მოახდენს გავლენას ეპიდემიის ტრაექტორიაზე. ჩვენ წინასაახალწლო დღეების გარკვეულ პრობლემას მაინც წავაწყდებით“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner