logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 92 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - გარდაიცვალა ერთი პაციენტი
- +

22 დეკემბერი. 2020. 00:36

 

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 92 ადამიანს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდ- ინფიცირებული პაციენტი.

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, ხუთ კოვიდცენტრში 270 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 37 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

საერთო ჯამში, კორონავირუსული ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა, 102 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 6003. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 7871 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner