აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პრესის წარმომადგენლების თანდასწრებით, დელავერის შტატში მდებარე ChristianaCare-ის საავადმყოფოში გაიკეთა.
როგორც მან განაცხადა, ვაქცინის გაკეთებაში საშიში არაფერია.
„ამას იმის საჩვენებლად ვაკეთებ, რომ ხალხი მზად იყოს, როდესაც ვაქცინის მიღება შესაძლებელი გახდება. საშიში არაფერია. მეორე ინექციას ველოდები”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.