“დღეს არსებული მონაცემებით, ის [კორონავირუსის ახალი შტამი] არ არის იმდენად შეცვლილი მუტაციის შედეგად, რომ მასზე ვაქცინამ არ იმოქმედოს“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ანუ ვაქცინა მოახდენს ამ შტამით ინფიცირების პრევენციასაც და თუ ეს ასეა, ის კოვიდპაციენტები, ვინც გადაიტანეს ინფექცია, მათი იმუნიტეტიც დაიცავს ამ ახალი შტამისგან... ”, - დასძინა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა. დაავადების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა დანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებშიც.