logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ახლა დროა, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ჩვენთან ერთად თამამი გადაწყვეტილება მიიღონ
- +

22 დეკემბერი. 2020. 03:00

 

 

„იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მეხუთე რაუნდი გაიმართება, თუმცა მნიშვნელოვანია რომ მხარეები ამ მეხუთე რაუნდს სერიოზულად მიუდგნენ და მომზადებულები მივიდნენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„ყველა მოსაზრება გაცვლილია, ყველა შეთავაზება გაკეთებულია, ახლა დროა, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ჩვენთან ერთად თამამი გადაწყვეტილება მიიღონ. ამ თვენახევრის განმავლობაში ვნახეთ, რომ ყველა, როგორც საქართველოს მოსახლეობა, ისე ჩვენი უცხოელი კოლეგებიც დარწმუნდნენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები შედგა, მის შედეგებზე აისახა ჩვენი მოქალაქეების ნება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ნება ყველამ გააცნობიეროს, ეს პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და ამ პასუხისმგებლობით შემდეგი ოთხი წელი საკუთარ ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეებს ემსახუროს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner