logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: კორონავირუსის გავრცელების კუთხით რაიმე სერიოზული გამოწვევა ჯარში არ გვაქვს - პროცესს საკმაოდ ეფექტიანად ვმართავთ
- +

22 დეკემბერი. 2020. 19:10

 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯარში სერიოზული გამოწვევა არ არის და სიტუაცია სრულად კონტროლდება. ამის შესახებ მან პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

 

“ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველი ნიშნები შეინიშნა, მაშინვე მყისიერად ძალიან მკაცრი კონტროლი დავაწესეთ, ჯარში იქნებოდა ეს, თითოეულ ბრიგადაში თუ სამხედრო ნაწილში ერთგვარი ფილტრაცია, რაც ჯარისკაცების თერმოსკრინინგს გულისხმობს. ასევე რაიმე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება ამა თუ იმ პირის დაუყოვნებლივ გადაყვანა, შემოწმება და მკურნალიბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გორის ჰოსპიტალი აღიარებულ იქნა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის მიმართუელბით. ასევე დავიწყეთ ადგილზე ტესტიტება. გორის ჰოსპიტალში ვატარებთ „პისიარ“ ტესტირებას. შესაბამისად, რაიმე სერიოზული გამოწვევა ჯარში არ გვაქვს. ამ პროცესს საკმაოდ ეფექტიანად ვმართავთ”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner