ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებასა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაში ლიდერობისთვის.
ამის შესახებ ჰანს კლუგე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„მადლობას გიხდით, გიორგი გახარია, „კოვიდ-19“-ზე რეაგირებასა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაში თქვენი ლიდერობისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგას მათი კეთიდღეობისა და ჯანმრთელობისთვის. ჩემი პატვისცემა საქართველოში მოწინავე ხაზზე მყოფი ყველა მუშაკისადმი“, – წერს ჰანს კლუგე „ტვიტერში“.