დიდუბის რაიონის გამგეობა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად, საცხოვრებელი შენობის დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
დისევის ქუჩის N5-სა და N7-ში მდებარე დევნილთა დასახლებაში შენობის დაზიანებული ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია ჩატარდა. ასევე, სოხუმის ქუჩის N7ა-ში ქანობიანი სახურავი შეკეთდა. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, წყალსაწრეტი მილები შეიცვალა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 77 000 ლარი გამოიყო.