ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლიდან ცოლად მოყვანის მიზნით არასრულწლოვანი გაიტაცეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ოჯახის წევრები გოგონას სახლში დაბრუნებას და გამტაცებლის დასჯას ითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია სავარაუდო გამტაცებელი და დაკითხული არიან მისი ოჯახის წევრები.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო.