logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ლიეტუვას ელჩს შეხვდა
- +

23 დეკემბერი. 2020. 22:13

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ლიეტუვას რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრიუს კალინდრას ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

 

„მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ გამორჩეულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. არჩილ თალაკვაძემ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ლიეტუვის სეიმის რეზოლუციაზე, რომელიც ქვეყნის საგარეო და ევროპული პოლიტიკის უწყვეტობას და გრძელვადიან გზამკვლევს შეეხება და სადაც აღნიშნულია, რომ 2025 და 2027 წლებში, როდესაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნები პოლონეთი და ლიეტუვა იქნებიან, ლიეტუვის სეიმის მიზანი იქნება ევროკავშირის ასოცირებულ ქვეყნებს მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი.

 

ასევე, საუბარი შეეხო კოვიდ 19-ის პანდემიას. პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრიუს კალინდრას მადლობა გადაუხადა ლიეტუვის მთავრობის მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ხაზი გაესვა პანდემიის დასრულების შემდეგ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებისა და ტურიზმის სფეროს სწრაფი აღდგენის მნიშვნელობას.

 

არჩილ თალაკვაძემ დიპლომატს წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner