logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: დიდი ალბათობით, ნორმალურ ცხოვრებას მომავალი წლის ზაფხულში დავუბრუნდებით
- +

24 დეკემბერი. 2020. 00:26

 

 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის პანდემია, 2021 წლის ზაფხულში შესუსტდება და ქვეყნის მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

 

„თუ ვაქცინა მივიღეთ თებერვალ-მარტში, რისი იმედიც არის, მაშინ იმას, რომ ჩატარდეს ვაქცინაცია და გამომუშავდეს იმუნიტეტი, დასჭირდება კიდევ რამდენიმე თვე და დიდი ალბათობით, ნორმალურ ცხოვრებას მომავალი წლის ზაფხულში დავუბრუნდებით. წელიწადის დროის თვალსაზრისითაც შედარებითაც ოპტიმალური პერიოდია იმისთვის, რომ პანდემიის ძალა შესუსტებული იყოს“, – განაცხადა ცერცვაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner